ხატია მოისწრაფიშვილი - შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და თეა წულუკიანს შორის არანაირი უთანხმოება არ არსებობს

არანაირი უთანხმოება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და თეა წულუკიანს შორის არ არსებობს, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან უარყოფითი პასუხი გასცა კითხვას, რაიმე კავშირი ხომ არ არსებობს წულუკიანის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასა და შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლას შორის.

"ქალბატონმა თეა წულუკიანმა გააკეთა განცხადება და მე გიდასტურებთ, რომ არანაირი უთანხმოება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და იუსტიციის მინისტრს შორის არ არსებობს, მითუმეტეს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ვგულისხმობ შეწყალების კომისიის გადატანას იუსტიციის სამინისტროში. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ერთეულების წარმომადგენლები არიან მუდმივ საკონსულტაციო რეჟიმში. აქ არ არის არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა, ამიტომ გამოვრიცხავ რაიმე უთანხმოებას. ხოლო განცხადება რასთან დაკავშირებით გააკეთა წულუკიანმა, ეს ჩვენს კომპეტენციას სცილდება", - აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს