გიგა ბოკერია დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებაზე - ეს არის მოსამართლის და მთლიანად სამართლებრივი სისტემის სამარცხვინო საქციელი

ერთადერთი სიტყვა არსებობს, ეს არის სამარცხვინო საქციელი მოსამართლის და მთლიანად სამართლებრივი სისტემის, - ასე შეაფასა დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვება „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ. ის პარლამენტის დანარჩენ წევრებთან ერთად, დავით კირკიტაძეს თავდებში უდგებოდა.

როგორც ბოკერიამ განმარტა, მოსამართლეს, შესაძლოა, სურდა კირკიტაძის გათავისუფლება, თუმცა ეს ხელისუფლებამ შეაცვლევინა.

„სასამართლომ ჯერ თავდებში მდგომები დაგვიბარა, ეს შეიძლება ლოგიკური ყოფილიყო, შეიძლება გასაუბრება სურდა და დარწმუნება ჩვენი თავდებობის მოტივაციაში რაში მდგომარეობდა, რატომ გვაქვს მყარი რწმენა, რომ კირკიტაძის შემთხვევაში მიმალვის საფრთხე ნულოვანია.

ადრე, როდესაც დავით კირკიტაძის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, ის საქართველოში არ იმყოფებოდა, სასწავლებლად იყო წასული და დაბრუნდა, რადგან პოლიტიკურ ცხოვრებაში სურს მონაწილეობის მიღება. მიმალვა აბსოლუტურად გამორიცხულია.

სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, აღარ განიხილვა ამ შუამდგომლობის, იმის დემონსტრირება იყო, რომ ამ მოსამართლეს შესაძლოა, თავიდან ჰქონდა რაღაც ინსტიქტი და შემდეგ შესაბამისი ზომები მიიღო ხელისუფლებამ, მის ამ განზრახვასთან დაკავშირებით. ეს არის კატასტროფული ვითარება", -განაცხადა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა