ადვოკატი - ათასობით მოქალაქე და 27 დეპუტატი ჩამოვიდა გურჯაანში, მოსამართლემ როცა ეს ნახა, იძულებული გახდა აბსურდული გადაწყვეტილება მიეღო

ათასობით მოქალაქე და პარლამენტის 27 დეპუტატი ჩამოვიდა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლემ როცა ეს სურათი ნახა, იძულებული გახდა სამართლებრივი ჩარჩოდან გასულიყო და აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაკავებული ლიდერის, დავით კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, დავით კირკიტაძე უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

„სამწუხაროა, რომ სასამართლო სხვადასხვა მიზეზების გამო ვარდება მსგავს სიტუაციაში. ყველაფერი დღესავით ნათელია, სასამართლო თავისივე სამართლებრივ განმარტებას, რომელიც წინა სხდომაზე გააკეთა, დაუპირისპირდა და თქვა, რომ ეს არ მითქვამს, ეს არ მიგულისხმიაო. თუმცა, ყველაფერი ჩაწერილია. დღეს სასამართლომ შუამდგომლობა საერთოდ არ განიხილა და თქვა, რომ ახალი გარემოება არ არსებობს. ეს ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა კონდახიშვილმა.

როგორც ის აღნიშნავს, დავით კირკიტაძის საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაიღებენ და დაამტკიცებენ იმას, რომ სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებები გამოაქვს.

დავით კირკიტაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 19 მარტს, 15:00 საათზე გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა