პრემიერი - მოსაზრებები, რომ ინვესტიციების შემცირება რაღაც ფუნდამენტურ ფაქტორებს უკავშირდება, რეალობას არ შეეესაბამება

ის, მოსაზრებები, რომელიც გუშინ მოვისმინეთ, რომ რაღაც ფუნდამენტურ ფაქტორებს უკავშირდება ინვესტიციების შემცირება, რეალობას არ შეეესაბამება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანი შედეგია ის, რომ აქტიურად ხდება შიდა ინვესტიციების წახალისება.

„მინდა შევეხო სტატისტიკას, რომელიც ეხება საქართველოში ინვესტიციების მოცულობას. 2018 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ეკონომიკაში მთლიანი კაპიტალის ფორმირება ინვესტიციების ხარჯზე გაიზარდა და ის გაზრდილია 20%-ით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ნაბიჯებში, რომელიც შეეხება შიდა ინვესტიციების წახალისებას, გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგი. ამავე დროს ეს განპირობებულია ე.წ. ესტონური მოდელის შედეგებით. ამასთან, 2018 წლის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა მილიარდ 230 მილიონი დოლარი, რაც თითქმის 1/3-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ შემცირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, მათ შორის, გაზსადენის პროექტის დასრულებამ. ამავე დროს იმან, რომ შარშან, წლის შუა პერიოდში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზაქცია ტელეკომუნიკაციების სექტორში, როდესაც ადგილობრივმა რეზიდენტმა იყიდა წილი უცხოური რეზიდენტისგან. მესამე ფაქტორია ის, რომ ვალდებულებების დაფარვა მოხდა მასშტაბურად არარეზიდენტი ინვესტორების მიმართ“,- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობის მთავარი პრიორიტეტი სიღარიბის დაძლევაა, რაც პირდაპირ უკავშირდება ახალ ინვესტიციებს.

„ის ფაქტი, რომ მოხდა ვალდებულებების გასტუმრება რეზიდენტების მიმართ, ეს არის ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელი, ისევე როგორც მისასალმებელია, რომ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიც არის ტელეკომუნიკაცია, ჩვენი რეზიდენტი კომპანიები ძალიან აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს.

ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საერთო ინვესტიციებში ქვეყანა მიდიოდეს წინ და 20%-იანი ზრდა ამის ნათელი მაგალითია“, - განაცხადა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა