ანონსი 13 მარტი

13 მარტს, 10:30 საათზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი ლევან გორელაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65

13 მარტს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სამეფო ოჯახის წარმომადგენლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: ბაგრატიონების დავა. საპატრიარქოს პასუხი დნმ-ის ანალიზის საკითხის შესახებ.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

13 მარტს, 11:00 საათზე, ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე კანონპროექტზე (რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესს და კრიტერიუმებს), კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.

საქართველოს პარლამენტი, შეხვედრების ოთახი

13 მარტს, 11:00 საათზე, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს დაათვალიერებს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

13 მარტს, 11:00 საათზე, თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ჟ. შარტავას ქ.N7

13 მარტს, 11:30 საათზე, პარლამენტში, “ევროპული საქართველოს” ფრაქციის ოთახში ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტების პროგრამა საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

13 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

13 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

13 მარტს, 12:00 საათზე, გაიმართება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას შეხვედრა ინდონეზიის რესპუბლიკის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის (პარლამენტის ზედა პალატა) თავმჯდომარის მოადგილესთან, ჰიდეიათ ნურ ვაჰიდისთან.

ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)

13 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ფრანკოფონიის დღეების ოფიციალურად დაწყების აღსანიშნავად, საფრანგეთის საელჩოსთან ერთად, ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: უზნაძის 52

13 მარტს, 12:20 საათზე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ინგრიდა ლავრენცეს შეხვდება.

პარლამენტი, სათათბირო ოთახში #515,

13 მარტს, 13:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტი, ოთახი N307 (A კორპუსი, III სართული)

13 მარტს, 13:00 საათზე, პარლამენტის წევრები ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსენს შეხვდებიან.

თემა: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები

პარლამენტი, ბაგრატოვანთა დარბაზი.

13 მარტს, 13:00 საათზე, თელავში სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლობა გაიხსნება. მოძრაობის ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი კახეთის ოფისის ხელმძღვანელსა და გუნდს წარადგენს.

მის: თეიმურაზ ბაგრატიონის N24

13 მარტს, 13:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი უმასპინძლებენ კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორს, პროფ. ჯეფრი დ. საქსს.

მის: ზანდუკელის ქ. #16, ISET-ის საკონფერენციო დარბაზი

13 მარტს, 14.00 საათზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტი ქობულეთში.

მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. N 72

13 მარტს, 15: 00 საათზე, ბათუმის მწერალთა სახლში წიგნის „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აჭარის ა/ რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი დაესწრებიან.

საკონტაქტო პირი: ხათუნა მაჭავარიანი 599139914

13 მარტს, 15:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

13 მარტს, 15:30 საათზე, პარლამენტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

13 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლებში მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების სასწავლო რესურსების პრეზენტაცია გაიმართება.მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 (წიგნის სახლი „ლიგამუსი“)

13 მარტს, 18.00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკაში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „რუსთავი“ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საიუბილეო წიგნისა და CD დისკების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება.

მის.: ლადო გუდიაშვილის N7

საკონტაქტო პირი: ნია ბახტაძე 577-17-71-58; გიორგი ბერიძე 577-100-830