ლადო პაპავა წულუკიანის განცხადებაზე - მუქარასა და შანტაჟს შორის ზღვარი ძნელი გასავლებია

თეა წულუკიანის განცხადება ერთგვარი მუქარაა - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პროფესორმა ლადო პაპავამ განაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ როგორ შეაფასებდა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის საჯარო განცხადებას, რომელიც შეეხებოდა მისი მთავრობიდან წასვლის საკითხს, თუ არ მოხდებოდა მისი პოზიციების გათვალისწინება.

ლადო პაპავას თქმით, როგორც წესი მსგავსი საკითხები უნდა წყდებოდეს გუნდში, თუმცა წულუკიანმა განცხადება საჯაროდ იმიტომ გააკეთა, რომ მას არ ჰქონდა მხარდაჭერის იმედი გუნდში.

„კონკრეტულად რა საკითხზე იყო საუბარი, ამაზე ჩვენ ვერ ვიმარჩიელებთ, უნდა გამოვიდეთ იმ მოცემულობიდან, რაც თეა წულუკიანმა თქვა. თეა წულუკიანმა თქვა, რომ თუ მას მოუხდებოდა წასვლა მთავრობიდან, ის არ ტოვებდა პარტიას. ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ ის აპირებდა რაღაც პირობების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში გუნდიდან წასვლას. „ქართული ოცნების“ გუნდი ბევრად უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე მთავრობა. გუნდში მოიაზრება პარლამენტის უმრავლესობა და არა მხოლოდ საპარლამენტო გუნდი. თავისთავად ფაქტი არის ძალიან ნიშანდობლივი, იმ დაძაბულობის ფონზე, რომელიც მთლიანად არის დამახასიათებელი „ქართული ოცნებისთვის“, ის საკითხს წყვეტს საჯარო გამოსვლით და საჯარო მუქარით და არა იქ სადაც საკითხი უნდა წყდებოდეს-პრემიერ-მინისტრის კაბინეტში, მთავრობის სხდომაზე.

ერთგვარი მუქარაა - მთავრობიდან წავალ, თუ ჩემს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებთო. უნდა ვივარაუდოთ, რომ მას ექნებოდა საშუალება თავისი მოთხოვნები დაეყენებინა უშუალოდ მთავრობის წევრებთან და პრემიერთან, მაგრამ ეტყობა ნახა, რომ ვერ გადიოდა და ამიტომ მოუწია გასაჯაროვება. ეს არის მთელ ამ ისტორიაში მოულოდნელი. მუქარასა და შანტაჟს შორის ზღვარი ძნელი გასავლებია“, - განაცხადა ლადო პაპავამ.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 11 მარტს განაცხადა, რომ არის 4-5 დღის წინ გა­ჩე­ნი­ლი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ეხე­ბა მისი სა­მი­ნის­ტროს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში გა­და­სა­წყვეტ სა­კითხს.

„ამ თე­მა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს დის­კუ­სია, მე მაქვს ჩემი ძა­ლი­ან მყა­რი პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც არც რო­მე­ლი­მე ერთ რე­ფორ­მას, არც რო­მე­ლი­მე ერთ პრო­ცესს ან პრო­ცე­დუ­რას არ ეხე­ბა. ეს არის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ჩემს თვალ­ში არის ძა­ლი­ან მას­შტა­ბუ­რი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და თუ ვნა­ხე, რომ ეს პო­ზი­ცია არ იქ­ნე­ბა გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი, არ ვი­ფიქ­რებ არც ერთ წუთს და გვერ­დზე გა­ვი­წე­ვი“, - განაცხადა წულუკიანმა.

დღეს კი თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ დისკუსია დასრულებულია.

„შევ­ძე­ლით და პო­ზი­ცი­ე­ბის გაც­ვლა და­ვას­რუ­ლეთ, დის­კუ­სია დას­რუ­ლე­ბუ­ლია. პო­ზი­ცი­ე­ბი შე­ჯე­რე­ბუ­ლია და თემა არის ამო­წუ­რუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ ერ­თი­ა­ნი გუნ­დის და ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცი­ის პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბას“, - აღნიშნა დღეს წულუკიანმა.

იხილეთ ვიდეო:

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია