ქეთევან ციხელაშვილი -  ძალიან მნიშვნელოვანია, დადგინდეს ობიექტური  გარემოებები ამ ძალიან მძიმე ფაქტთან დაკავშირებით

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ახლა ის, რომ დადგინდეს ზუსტი და ობიექტური გარემოებები ამ ძალიან მძიმე ფაქტთან დაკავშირებით, - ასე გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი გალის რაიონში 29 წლის ქართველი ახალგაზრდის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს.

როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, საკითხის გასარკვევად მყისიერად ამოქმედდა ყველა ინსტრუმენტი. ამასთან მინისტრის განმარტებით, მას შემდეგ, რაც მოხდება გარემოებების დაზუსტება, საქმესთან დაკავშირებით აღძრული იქნება სისხლის სამართლის საქმე.

„მოწოდებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობის ფაქტს. ცხადია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ახლა ის, რომ დადგინდეს ზუსტი და ობიექტური გარემოებები ამ ძალიან მძიმე ფაქტთან დაკავშირებით.

ფაქტობრივად მყისიერად იქნა ამოქმედებული ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი და ყველა შესაბამისი უწყება გახლავთ უკვე ჩართული . მე პირადადაც მქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, რომელიც გახლავთ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე. დღეს სამივე თანათავმჯდომარე იმყოფება საქართველოში. ხვალ მიემგზავრებიან სოხუმში და ბუნებრივია ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე რომ მათი ვიზიტისას ეს იქნება ერთ - ერთი მთავარი საკითხი. ასევე ამ საქმესთან დაკავშირებით აღძრული იქნება სისხლის სამართლის საქმე და გარემოებების დაზუსტების მიხედვით მოხდება საქმის კვალიფიკაცია.

თავისთავად არის მძიმე ფაქტი, იმიტომ რომ საქმე ეხება ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლეს და მინდა ღრმა მწუხარება და სამძიმარი გამოვხატო მისი ოჯახის წევრების მიმართ.

ჯერჯერობით ვერ მოგახსენებთ ვერაფერს, რადგან გვაქვს ის ინფორმაცია, რომელიც გაზიარებული იქნა ცხელი ხაზის მეშვეობით. ახლა ისევ დავბრუნდები სამუშაო რეჟიმში, რადგან მნიშვნელოვანია ობიექტური გარემოებების დადგენა“, -განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

თუ რა ვიტარებაში მოხდა 29 წლის მამაკაცის დაკავება და იყო თუ არა გატაცება, ციხელაშვილის თქმით ამ ეტაპზე მათ დამატებითი ინფორმაცია არ გააჩნიათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გალის რაიონში 29 წლის ქართველმა ახალგაზრდამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა