ეკა ბესელია - ირაკლი კობახიძის მიერ შემოტანილ პროექტს პირდაპირ აწერია, რომ ის იუსტიციის საბჭოს უმრავლესობამ საკუთარი თავისთვის დაწერა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ შემოტანილი ვერსია არის სახიფათო, საზიანო და პირდაპირ ემსახურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების ინტერესებს - ეს არის სასამართლოს ვიწრო ჯგუფის პროექტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

ბესელიას შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარისა და უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული პროექტი კრიტიკას ვერ უძლებს.

ირაკლი კობახიძის მიერ შემოტანილ პროექტში ავტორად მითითებულია პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი. კაბინეტი ამზადებს პროექტს?! პირდაპირ დაარქვან სახელი - იუსტიციის საბჭოს კაბინეტი! ირაკლი კობახიძის მიერ შემოტანილ პროექტს პირდაპირ აწერია, რომ ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ საკუთარი თავისთვის დაწერა. პროექტში პირდაპირ ჩაწერეს, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ვერავინ გარედან მონაწილეობას ვერ მიიღებს და მონაწილეობას მხოლოდ ისინი მიიღებენ, ვისაც საკვალიფიკაციო გამოცდა აქვს ჩაბარებული ან ვისაც იმდენი წელი აქვს ნამსახურები მოსამართლის თანამდებობაზე და იმდენი წელია გასული, რაც ზუსტად ემთხვევა იმ ძალადობრივი რეჟიმის პერიოდს. ყველაფერი მორგებულია ამ ინტერესებზე. მისი მიღება ძალიან სახიფათოა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ და აქვე დასძინა, რომ ირაკლი კობახიძის პროექტით გამოხატულია უპატივცემულობა საზოგადოების მიმართ.

ბესელია იმასაც ამბობს, რომ პოლიტიკური და სამართლებრივი ბრძოლის ყველა მექანიზმს გამოიყენებს იმისათვის, რომ პარლამენტმა “მავნებლური და უსამართლო“ კანონპროექტი არ მიიღოს.

“ჩვენ არ ვაპირებთ პროცესს ასე მშვიდად ვუყუროთ - რა შესაძლებლობაც იქნება ხელის შეშლისთვის, რომ ეს კანონპროექტიტი არ მიიღონ, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ამ წუთებში ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა