სომხეთში  საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დახვედრის ცერემონიით დაიწყო, რომელიც ერევანში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დახვედრის ცერემონიალზე შესრულდა საქართველოს და სომხეთის სახელმწიფო ჰიმნები. სალომე ზურაბიშვილმა და არმენ სარგსიანმა პატივი მიაგეს სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშას და სახელმწიფო დელეგაციები წარადგინეს.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია და აცხადებს, რომ სომხეთის რესპუბლიკა საქართველოს მეზობელი ქვეყანაა და ორ ქვეყანას შორის ბევრი საკითხია განსახილველი და წინ წამოსაწევი, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პრემიერთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან და სრულიად სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქთან ისაუბრებს. სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის გიორგი საგანელიძის განცხადებით, სომხეთი საქართველოს ტრადიციული პარტნიორი ქვეყანაა და ყოველთვის უმნიშვნელოვანესია მეზობლებს შორის ინტენსიური ურთიერთობა.

„პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დღის წესრიგი შეიცავს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს სხვადასხვა სფეროში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის დიალოგის ინტენსივობას. ჩვენი ქვეყნების ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების ძალიან მაღალი დონეა, რაც უმნიშვნელოვანესი საფუძველია ჩვენი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებისათვის და საჭიროა ჩვენი საზოგადოებებისათვის", - განაცხადა საქართველოს ელჩმა სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძემ.

ვიზიტი ორდღიანია და 14 მარტს დასრულდება.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება