არჩილ თალაკვაძე გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაზე - პრინციპულები ვიქნებით - ამ საკითხს ძალიან დიდი ყურადღება მიექცევა

„ექსპერტიზა დაადგენს რეალურად რა გახდა ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების მიზეზი და ამის შემდეგ სახელმწიფოს ექნება შესაბამისი კონკრეტული ნაბიჯები და რეაქცია ამ საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩართულია პირველივე წუთიდან, ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები, რომელიც ვფიქრობ, წარმატებით დასრულდება, რომ ცხედარი გადმოეცეს ჩვენს მხარეს და ჩაუტარდეს მას სრულფასოვანი ექსპერტიზა.

ჩვენთვის ეს არის ეროვნული ინტერესების თემა და არ ვაპირებთ ოპოზიციასთან კამათსა და პოლემიკას ამ საკითხზე.

როგორც კი შედეგები ცნობილი იქნება, ხელისუფლება შემდგომ ნაბიჯებს გადადგამს. პრინციპულები ვიქნებით და ამ საკითხს ძალიან დიდი ყურადღება მიექცევა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალის რაიონში 29 წლის ქართველმა ახალგაზრდამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა