მთავრობამ ტოკიოში გასამართი ღონისძიებისთვის „საქართველო - ღვინის სამშობლოა“ სარეზერვო ფონდიდან 3 500 000 ლარი გამოყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონ 500 ათასი ლარი გამოყო ღონისძიებისთვის ,,საქართველო - ღვინის სამშობლოა“, რომელიც ტოკიოშია დაგეგმილი. შესაბამისი განკარგულება გუშინდელი დღით თარიღდება და მას ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს.

„საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციის, საქართველოს როგორც ქვეყნის წარმოჩენისა და საერთაშორისო ასპარეზზე ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, 2019 წელს ქ. ტოკიოში გასამართი ქართული ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი ,,საქართველო-ღვინის სამშობლო“ პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ,,საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოს 3 500 00 ლარი“, - ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.

აღნიშნული თანხიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსათვის - 3 250 000 ლარია განსაზღვრული; დანარჩენი - 250 000 ლარი კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის.

„საქართველო - ღვინის სამშობლოა“ ტოკიოში ბიზნესფორუმის ფარგლებში 15 მარტს გაიხსნება და 7 მაისამდე გაგრძელდება. 13-დან 15 მარტის ჩათვლით იაპონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა