სოფიო ქაცარავა ინდონეზიის რესპუბლიკის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ ინდონეზიის რესპუბლიკის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილესთან ჰიდეიათ ნურ ვაჰიდთან და მის თანმხლებ დელეგაციასთან შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ კომიტეტის წევრები გიორგი ხატიძე და რამაზ ნიკოლაიშვილი.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი საპარლამენტო და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მხარეებმა საქართველოში ინდონეზიის საელჩოს გახსნის საკითხზეც იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში, ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მეგობრობის ჯგუფები ჩამოყალიბდება, რომლებიც ხელს შეუწყობენ, როგორც საპარლამენტო კავშირების ასევე, სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას.

„სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და ოკეანეთის ქვეყნებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. არსებობს დიდი პოტენციალი და საპარლამენტო კავშირების გაძლიერება ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს ურთიერთსასარგებლო შედეგების მისაღებად,“ - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა