საქართველოში საერთაშორისო სადაზღვევო ფორუმი გაიმართება

14 მარტს საქართველოში საერთაშორისო სადაზღვევო ფორუმი გაიმართება.სადაზღვევო ფორუმს საერთაშორისო მედია სააგენტო XPRIMM საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობისა და ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრის - კომპანია „ირაოს“ მხარდაჭერით მართავს.

ფორუმზე წარდგებიან სხვადასხვა ევროპული სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის ვენის სადაზღვევო ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრი - პიტერ ტირინგი. პროგრამაში სპიკერებად დასახელებული არიან: პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის თავჯდომარე დავით ონოფრიშვილი.

კონფერენციის ძირითადი თემები იქნება სადაზღვევო ბაზრის გამოწვევები და განვითარების გზები. კონფერენციის მიზანია თავი მოუყაროს გლობალური სადაზღვევო ბაზრის ძირითად მოთამაშეებს და ყველას ვინც დაინტერესებულია საქართველოს სადაზღვევო ბაზრის განვითარებით, წარმოადგინოს უახლესი ტრენდები ავტოდაზღვევის, აგრო დაზღვევის და ახალი ტექნოლოგიების შესახებ. ასევე განიხილება საკითხები ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ, რომელიც ამჟამად საქართველოს ბაზარზე ჯერ არ არის სავალდებულო.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში იმართება XPRIMM –ის დაზღვევის საერთაშორისო ფორუმი და კომპანია „ირაო“ - ვენის სადაზღვევო ჯგუფი, ამ კონფერენციის ოფიციალური პარტნიორია. ვფიქრობ, მსგავსი კონფერენციები არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს სადაზღვევო ბაზრისათვის. კომპანია „ირაო“ ვენის სადაზღვევო ჯგუფს წარმოადგენს, შესაბამისად, ჩვენთვის ნაცნობია სადაზღვევო ბიზნესის წარმოების თანამედროვე სტანდარტები, ამიტომ ვფიქრობ, ძალიან პროდუქტიული და საინტერესო იქნება ჩვენი სხვა უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება და მსჯელობა საქართველოს სადაზღვევო ბაზრის გამოწვევებზე, განვითარების გზებსა და ახალ ტექნოლოგიებზე”, -აცხადებს კომპანია „ირაოს“ გენერალური დირექტორი ვახტანგ დეკანოსიძე.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
ადგილობრივი სასტუმროების ჯგუფური და ინდივიდუალური დაჯავშნის ონლაინ პლატფორმა HOTEL HUB GEORGIA ბაზარზე ოპერირებას ამიერიდან HOTEL HUB GROUP-ის სახელით გააგრძელებს
„ბადაგონს“ საუკეთესო ქართული ღვინის კომპანიის სტატუსი მიენიჭა
GM Pharma-ს („ჯი-ემ-პი“) ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა
სამსუნგმა Galaxy S20 სერია წარადგინა
PSP პირველი ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“
BDO-მ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001 სერტიფიცირება გაიარა