„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დიდუბის რაიონში, გორის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა განაახლა

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დიდუბის რაიონში, გორის ქუჩაზე რეაბილიტაციის ფარგლებში წყალსადენის მაგისტრალური ქსელი სრულად განაახლა და ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, კომპანია ახალ ქსელზე გადაერთების ბოლო ეტაპს ხვალ, 15 მარტს განახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობისას 15 მარტს, დღის 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: სამტრედიის, აგლაძის, ყიფიანის და მიმდებარე ქუჩებს, წერეთლის გამზირის ნაწილს.

წყალმომარაგება შეეზღუდება ვორონინის ქუჩას, გორის ქუჩას და გორის ქუჩის შესახვევს. წყალმომარაგება 16 მარტის 01:00 საათიდან აღუდგება.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა