ირაკლი სესიაშვილი - ჩემთვის და საქართველოსთვის რუსეთი კლავს - რუსეთი ვერ იღებს პასუხისმგებლობას ადამიანის სიცოცხლეზე

ჩემთვის და საქართველოსთვის რუსეთი კლავს - რუსეთი ვერ იღებს პასუხისმგებლობას ადამიანის სიცოცხლეზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ოკუპირებულ გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ნებისმიერი შემთხვევაში მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას - ყველა ინსტრუმენტს, ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ რუსეთმა შეიგნოს, რომ ის არის ოკუპანტი და ის არის პასუხისმგებელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და იქ ადამიანის უფლებებზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გალის რაიონში, ირაკლი კვარაცხელიამ, რომელიც დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.

ირაკლი კვარაცხელია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ გადმოასვენეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა