გომბორთან დიზელის საწვავით დატვირთულ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

გომბორის საგუშაგოსთან 1200 ლიტრი დიზელის საწვავით დატვირთულ "ფორდ ტრანზიტის" მარკის ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობას ორი სახანძრო სამაშველო ჯგუფი ცდილობდა.

ხანძარი ლიკვიდირებულია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა