სერგო მეთოფიშვილი - დავსვამთ საკითხს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს სასამართლო სისტემაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევები მიეწოდოს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე დავსვამთ საკითხს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევები მიეწოდოს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მეთოფიშვილმა კომენტარი გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე, სადაც საქართველოს სასამართლო სისტემის ხარვეზებზეა საუბარი.

საბჭოს მოსამართლე წევრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახულია ისეთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული მასალები, როგორიც არის "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო", „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და სხვა ორგანიზაციები.

მეთოფიშვილმა განსაკუთრებით გააკრიტიკა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

ეკა გიგაურზე ბევრჯერ გამიკეთებია განცხადება, რომ ეს არის ჩვეულებრივი ადამიანი რომელიც აგროვებს ჭორებს და მეტი არაფერი! მე პირადად ბევრი ჭორი ვიცი გიგაურზე, როდესაც მუშაობდა სასაზღვრო პოლიციაში. იმ პერიოდში იყო გავლენიანი მოადგილე, რომელიც ხელმძღვანელობდა სატენდერო კომისიას, საკადრო პოლიტიკას. იმ პერიოდში 1500 ადამიანი იყო გათავისუფლებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბევრი შემიძლია ვისაუბრო. 1500 თანამშრომლის გათავისუფლება ეს ჭორი არ არის", - დასძინა მეთოფიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი