თორნიკე ყაზარაშვილი - რა ღირებულებით გასხვისდება „ქართლის ქარის ელექტროსადგური“, კონფიდენციალურია

აუდიტორულმა კომპანია BDO Georgia-მ დაასრულა "ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ საბაზრო ღირებულების შეფასება. ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია ამ ეტაპზე კონფიდენციალურია, ვერ მოხერხდება გასაყიდი ფასის დასახელება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თორნიკე ყაზარაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ელექტროსადგურის გასხვისება მაისის ბოლოს იგეგმება.

ამასთან, ყაზარაშვილი ვერ აკონკრეტებს, რა ფორმით გასხვისდება "ქართლის ქარის ელექტროსადგური“, აუქციონის წესით, თუ აქციები გამოვა ბირჟაზე. გასხვისების საკითხის დღის წესრიგში დაყენებას კი ენერგეტიკის უფრო ეფექტურ განვითარებას უკავშირებს.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაყიდვის ფორმაზე ჩამოყალიბება და პირობების დამუშავება. ჯერ კიდევ 2017 წელს მიდიოდა საუბარი ელექტროსადგურის გასხვისებასთან დაკავშირებით. „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ პირველი პროექტია, რომელიც განხორციელდა საქართველოში, შესაბამისად წამოვიდა დიდი ინტერესი ინვესტორების მხრიდან ქარის ენერგიის ათვისებაზე საქართველოში. სამინისტრო მიიჩნევს, რომ ელექტროსადგურები უნდა იყოს კერძო პირების მფლობელობაში, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს ენერგეტიკის განვითარება, შესაბამისად ქართლის ქარის ელექტროსადგურიც ხვდება მათ რიცხვში,“- აცხადებს ყაზარაშვილი.

მისი თქმით, ელექტროსადგურის შესყიდვით დაინტერესებულნი არიან, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულად რომელიმე კომპანია არ მოიაზრება ახალ მფლობელად.

„ინტერპრესნიუსისს“ კითხვაზე, რა პირობებით მოხდება ელექტროსადგურის გაყიდვა და დაეკისრება თუ არა გარკვეული ვალდებულებები ინვესტორს, თორნიკე ყაზარაშვილი პასუხობს, რომ გაყიდვის პირობების შეთანხმება ხდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკთან (EBRD) და ეს პირობები ცნობილი გაყიდვის დროს გახდება.

ცნობისთვის, 20,7 მგვტ სიმძლავრის „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობა 2016 წლის 19 სექტემბერს დასრულდა. მისი გამმუშავება 88მლნ. კვტ/სთ-ს, ინვესტიციის ჯამური ოდენობა კი 31,23 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტი EBRD-ის მიერ 21 730 000 აშშ დოლარი სესხით დაფინანსდა. „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ 50,1%-ს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ , ხოლო 49,9%-ს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ განკარგავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა