ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ პირველ ოტობაიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ პირველ ოტობაიაში საქართველოს მოქალაქე ლევან ძაძუა საკუთარ სახლში დააკავეს. მისი ახლობლის ინფორმაციით, ის დაკავებისას სასტიკად სცემეს.

„გვიან ღამით სახლიდან აიყვანეს. არავინ არ იცის რას ედავებიან. უპატიოსნესი ოჯახია, რა უნდათ, არავინ იცის. დაკავების დროსაც სცემეს. ამ დილით ოჯახს დაურეკა და უთხრა, რომ ცოცხალია“, - ამბობს ოტობაიას მკვიდრი და აცხადებს, რომ სხვა დეტალები ოჯახმა არ იცის.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ პირველ ოტობაიაში დაკავებულ ლევან ძაძუასთან დაკავშირებით ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს. როგორც უწყებაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო