დავით ნარმანია - ველით, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ნეტო-აღრიცხვის სისტემაში

ცვლილებების შედეგად ველით, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი ადამიანი, ინდივიდუალურად და ჯგუფურადაც, ჩაერთვება ნეტო-აღრიცხვის სისტემაში, - ამის შესახებ „სემეკის“ კომისიის წევრმა დავით ნარმანიამ ნეტო-აღრიცხვის სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ იცვლება მომხმარებელთა კონტიგენტი, თუ აქამდე მომხმარებლებს მხოლოდ ინდივიდუალურად შეეძლოთ ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართვა, ახლა უკვე ჯგუფურად კორპუსის ან საერთო დასახლების მცხოვრებლებსაც ეძლევათ ეს შესაძლებლობა. ამას გარდა, სადგურების მფლობელებს შეეძლებათ, რომ მთლიანად აითვისონ ზაფხულის პერიოდში გამომუშავებული ელექტროენერგიის ქვითარზე დაგროვილი კრედიტები,“-განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, ნეტო-აღრიცხვის სისტემაში, რომელიც „სემეკმა“ 2016 წელს დანერგა, 80 მომხმარებელია ჩართული.

„ნეტო-აღრიცხვის სისტემა სადგურების მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს გამომუშავებული ენერგია, რომელსაც თავად არ მოიხმარენ, გაყიდონ და ამ გზით ფინანსური სარგებელი მიიღონ. „თელასი“ და „ენერგო-პრო“ ვალდებულნი არიან, რომ იყიდონ ჭარბი ენერგია. რაც შეეხება შესყიდვის ტარიფს, ამ ეტაპზე მისი გადახედვა არ ხდება“, - განაცხადა ნარმანიამ.

ცვლილებების შედეგად მოსახლეობის აქტივობის გაზრდას ელოდება სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავაც.

მისი თქმით , იმის გათვალისწინებით, რომ განახლებადი ენერგიის წყაროები, მიკროსიმძლავრის ტექნოლოგია, ძვირი სიამოვნებაა, ცვლილებებით, რომელიც მომხმარებელთა ჯგუფს აძლევს სისტემაში ჩართვის საშუალებას, დამატებით სტიმულებს შექმნის პროექტის უფრო ეფექტიანად განხორციელებისთვის.

„ის, რომ ერთი მომხმარებლის ნაცვლად რამდენიმე მომხმარებელს შეუძლია ერთი ელექტროსადგური ერთობლივად დაამონტაჟონ, მნიშვნელოვნად შეამცირებს ელექტროსადგურის დამონტაჟების ღირებულებას. ამ შესაძლებლობის გამოყენება პირველ რიგში შეეძლებათ მრავალბინიანი კორპუსების მცხოვრებლებს და ამას გარდა, შესაძლებელია ნეტო აღრიცხვის განხორციელება პატარა დასახლებებში,“- განაცხადა ირინა მილორავამ.

მისივე თქმით, ცვლილება რომლის მიხედვითაც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური შესაძლოა არ წარმოადგენდეს მომხმარებლის საკუთრებას და იმყოფებოდეს მის დროებით მფლობელობაში, იჯარის, ლიზინგის ან სხვა ფორმით, დამატებით სტიმულს შექმნის.

ცნობისთვის, სემეკმა ნეტო-აღრიცხვის ახალი რეგულაცია შეიმუშავა, რომელიც უწყების განმარტებით, ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ჯგუფებს, დაზოგონ ელექტროენერგიის გადასახადი და უფასოდ მოიხმარონ მათ მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა