ანონსი 15 მარტი

15 მარტს, 10:00-14:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, მერების შეთანხმების ხელმომწერი საქართველოს თვითმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მერების, ეროვნული და ტერიტორიული კოორდინატორების, შეთანხმების მხადამჭერების პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

მის: თავისუფლების მოედანი N4.

საკონტაქტო ტელ: 599 54 87 82

15 მარტს, 11:00 საათზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესისა და კრიტერიუმების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოში, დეპუტატები ეკა ბესელია ლევან გოგიჩაიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ როს უილსონთან, ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდსა და პოლიტიკური სექციის ხელმძღვანელ ლიზ ზენტოსთან შეხვედრას გამართავენ.

15 მარტს, 11:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

საკონტაქტო ტელ: (+995 32) 2 28-15-13

15 მარტს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

საკონტაქტო ტელ: (+99532) 228-13-50

15 მარტს, 11:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდება.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

15 მარტს, 11:00 საათზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

15 მარტს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: დღეს საკრებულო გენგეგმას ამტკიცებს - რა შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემის მიმართულებით და რა სატრანსპორტო დერეფნები შეიქმნება თბილისში. რა ეტაპზეა „სისტრას“ კვლევა. საათობრივ-ზონალური პარკირების სისტემა. ტაქსების რეფორმა.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

15 მარტს, 11:00 საათზე, თბილისის საკრებულოში თბილისის მერი კახა კალაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.

15 მარტს, 11:00 საათზე, მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ საერთო საჯარისო ცენტრის მანევრის სკოლის ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართება. კურსის დასრულებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მიულოცავენ.

ღონისძიების გაშუქების მსურველი მედიის წარმომადგენლები მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ 10:30 საათზე უნდა გამოცხადდნენ.

საკონტაქტო პირი: გიორგი კაჭარავა 577 39 39 13.

15 მარტს, 11:00 საათზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა საერთაშორისო სამშენებლო და ადგილობრივ კომპანიებს 2019 წელს დაგეგმილ ტენდერებს და პროექტებს გააცნობს.

მის: სასტუმრო ,,რესპუბლიკა“ (რესპუბლიკის მოედანი #6, თბილისი)

15 მარტს, 11:00 საათზე , აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: ოკუპანტების მორიგი მსხვერპლი - რას შეეწირა 29 წლის ირაკლი კვარაცხელია.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

15 მარტს, 11:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებისთან დაკავშირებულ შიდა აუდიტის მოკვლევის შედეგებს წარადგენს.

მის: ჯანდაცვის სამინისტრო - წერეთლის 144

ტელ: სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

15 მარტს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია შეხვდება აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილსონს.

ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული)

15 მარტს, 11:30 საათზე, წამების, ძალადობისა და მსხვერპლთა ფსიქო – რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრ „ემპათიას“ დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი და ექსპერტი, რომელმაც ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზა ჩაატარა, „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: აფხაზეთში გარდაცვლილი 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზის პირველადი შედეგები და საეჭვო დეტალები.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

15 მარტს, 11:30 საათზე, თბილისის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის წევრები" ბრიფინგს გამართავენ.

თემა: თბილისის განვითარების გენერალური გეგმა.

15 მარტს, 12:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: ბრიტანელი გამომძიებლები საქართველოში და „საქართველოს ბანკთან“ დაკავშირებული გამოძიება.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

15 მარტს, 12:00 საათზე, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გუნდი სასტუმრო „რედისონში“ ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება და გააცნობს ინფორმაციას ჩატარებული სამუშაოების, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

მის: ვარდების მოედანი N1

15 მარტს, 12:00 საათზე, გორში, წისქვილკომბინატ "კარემენთან" აქცია გაიმართება, რომელსაც პროფკავშირების გაერთიანება შეუერთდება.

მის.: შინდისის გზატკეცილი 25

15 მარტს, 12:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, გარემოს დაცვის, სატრანსპორტო საკითხთა, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სარევიზიო კომისიების გაერთიანებული სხდომა.

15 მარტს, 14:00 საათზე, თბილისის ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“-სა და ფშავის თემს შორის ხელი მოეწერება ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების ხელშეკრულებას. ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა და პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი. ხელშეკრულებას ხელს მოაწერს ავთანდილ კასრაძე - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე.

მის: ოქროყანა, ინოვაციების ქუჩა

15 მარტს, 15:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე და ცენტრის წარმომადგენლები ქ.გორის N3 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.

მის: ქ. გორი, N3 საჯარო სკოლა (დ. ამილახვარის ქუჩა 26).

15 მარტს, 16:00 საათზე, თბილისის მერიასთან, ტაქსის მძღოლები, „სასიგნალო“ ავტო-აქციას „ლეიბორისტული პარტიის“ უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით გამართავენ. აქცია-მანიფესტაციის დასაწყისში, ავტოკოლონა სიგნალებითა და პლაკატებით სააკაძის მოედანზე წრიულად იმოძრავებს, ხოლო შემდგომში, მისი მონაწილენი მერიის შესასვლელთან გადაინაცვლებენ.

საკონტაქტო პირი: ლაშა ჩხარტიშვილი

საკონტაქტო ტელ: 558 29 69 80

15 მარტს 16:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

თემა : დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცება

მის: თავისუფლების N2

15 მარტს, 16:30 საათზე, 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადააასვენებენ. 19:00 საათზე კი სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყება, რომელსაც მინისტრთა კაბინეტი დაესწრება.

მის: აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კმ.

საკონტაქტო პირები: დათო კაკულია - 577 11 05 56; თაკო მათეშვილი - 598 15 65 73

15 მარტს, 16:30 საათზე, გორში, წისქვილკომბინატ "კარმენითან" პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

თემა: წისქვილკომბინატ "კარმენის“ თანამშრომლების გაფიცვა

15 მარტს, 17:00 საათზე „Gebruder Weiss”-ის ოფისში ახალი სერვისის პრეზენტაცია და ახალი ტერმინალის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება, რომელსაც საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: ევროპის ქუჩა N4.

საკონტაქტო პირი: ნინი მეტრეველი 593 733 337

15 მარტს, 19:00 საათზე, ნევრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით, თურქეთის საელჩოს ორგანიზებით, თსუ-ს 1-ლი კორპუსის საკონცერტო დარბაზში ხალხური ცეკვების კონცერტი გაიმართება, რომელშიც თსუ-სა და ერზრუმის ათათურქის უნივერსიტეტის ფოლკლორული ცეკვის ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა