ტოკიოში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართება

15 მარტს, იაპონიაში, ტოკიოში, საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართება. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, იაპონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება. ბიზნესფორუმში 20 ქართული კომპანიის წარმომადგენელთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საინვეტიციო პოტენციალით დაინტერესებული 150-მდე იაპონური კომპანიის წარმომადგენელი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტო „აწარმოე საქართველოდან“ აცნობეს, ბიზნესფორუმს მისასალმებელი სიტყვით გახსნიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის საპარლამენტო ვიცე-მინისტრი აკიმასა იშიკავა.

ფორუმის მსვლელობისას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაციას გააცნობს.

დღის ბოლოს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თანაორგანიზებით, საქართველოს მთავრობის სახელით, გალა-მიღება გაიმართება, რომელზეც 300-მდე იაპონური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია მიწვეული.

იაპონიაში ვიზიტის ფაგლებში, ასევე დადგმილია ორმხრივი შეხვედრები იაპონური კომპანიების: TEPCO, TOSHIBA, Konica Minolta, HITACHI-სა და MItsubish Motors წარმომადგენლებთან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა