63-დღიანი პარალიზების შემდეგ, ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით მოძრაობა ორმხრივად აღდგა

63-დღიანი პარალიზების შემდეგ, ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით მოძრაობა ორმხრივად აღდგა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალგორის შესასვლელში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი, რომელიც 11 იანვრიდან პარალიზებული იყო, რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა.

“ახალგორის მიმართულებით გადაადგილება ორმხრივად აღდგა. ოკუპირებულ დაბაში ორთვიანი იძულებითი იზოლაციის შემდეგ, მოქალაქეებმა უკვე შეძლეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა, ასევე, ის ადამიანები, ვინც დაბაში საკუთარ სახლებსა თუ სამსახურებში ვერ შედიოდნენ, დღეიდან გადაადგილებას შეძლებენ. ამ ორთვიანმა შეზღუდვამ საკმაოდ დააზარალა როგორც ახალგორში დარჩენილი მოსახლეობა, ასევე ისინიც, ვინც აქეთაა და შესვლას ვერ ახერხებდა. მითუმეტეს, ახლა საგაზაფხულო სამუშაოები იწყება სოფლად და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ საკუთარ სახლებში ჩასვლა", - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.

დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული რეგიონის შესასვლელში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი 11 იანვარს ჩაიკეტა, მიზეზად კი, საქართველოს ცენტრალური ხესლისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციები დასახელდა.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა