ვიქტორ დოლიძემ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს გენერალურ დებატებზე აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვაზე ისაუბრა

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიის ფარგლებში გამართულ გენერალურ დებატებზე ენობრივ დისკირიმინაციაზე ისაუბრა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვიქტორ დოლიძემ სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ენობრივი დისკრიმინაცია განსაკუთრებით მწვავეა იმ ტერიტორიებზე, სადაც სუვერენულ სახელმწიფოებს არ ეძლევათ საშუალება განახოციელონ ეფექტური კონტროლი და სადაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ აქვთ წვდომა.

„სამწუხაროდ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, ეთნიკური ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა, ენობრივი დისკრიმინაციის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია“, - აღნიშნა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა.

ვიქტორ დოლიძემ საკუთარ გამოსვლაში მოუწოდა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ეთნიკური ქართველი მოსახლეობის ენობრივი დისკრიმინაცია.

ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესია ჟენევაში 27 თებერვლიდან 22 მარტამდე იმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა