ნინო ბურჯანაძე - არასოდეს ვიტყვი და გავაკეთებ იმას, რაც საქართველოსთვის საზიანოა და რუსეთისთვის სასარგებლო

„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში რადიო „სპუტნიკთან" ინტერვიუში აფხაზეთში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევები არ დასრულდება, ვიდრე ქართველები და აფხაზები ერთად არ დასხდებიან მოსალაპარაკებლად.

„ძალიან ცუდი და მტკივნეული ფაქტი მოხდა. ჩვენი მოქალაქე ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა საეჭვო ვითარებაში. ექსპერტიზა საბოლოოდ დაადგენს ეს იყო თვითმკვლელობა თუ მკვლელობა, მაგრამ ფაქტი ხომ მოხდა და უკვე არაერთხელ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, როდემდე უნდა იღუპებოდნენ ჩვენი მოქალაქეები. ქართველი პოლიტიკოსების ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს, რომ დაიწყონ პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამ დიალოგზე წამოვლენ, რადგან ჩვენ ერთად მშვიდობიანად უფრო დიდხანს ვიცხოვრეთ, ვიდრე - ომში. ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან გვაქვს მჭიდრო ნათესაური კავშირი. ბოლოს და ბოლოს ჩვენი მეფეები იზრდებოდნენ აფხაზეთში, თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ ერთად ვიცხოვროთ, რუსეთი ამის წინააღმდეგ ვერ გამოვა. მე არასოდეს ვიტყვი და გავაკეთებ იმას, რაც საქართველოსთვის დამაზიანებელია და რუსეთისთვის სასარგებლო. ჩემთვის მთავარია ჩემი ქვეყნის ინტერესები და რა თქმა უნდა, ამ ინტერესებში ერთ-ერთი ისიც არის კეთილგანწყობილი ურთიერთობა გვქონდეს მეზობელ ბირთვულ სახელმწიფოსთან. რაც შეეხება თავად რუსეთის დამოკიდებულებას, მისთვისაც გაერთიანებულ, ძლიერ სახელმწიფოსთან მეზობლობა ჯობია, ვიდრე დაშლილ და დაქუცნაცებულ საქართველოსთან", - განაცხადა რადიო ,,სპუტნიკთან" ინტერვიუში ნინო ბურჯანაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა