ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა

წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ საერთო საჯარისო ცენტრის მანევრის სკოლის ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის მე-11 გამოშვების ცერემონია გაიმართა.

პირად შემადგენლობას კურსის დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს და დიპლომები გადასცეს.

ქვეითი უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი საერთო საჯარისო ცენტრის მანევრის სკოლაში 2018 წლის 10 სექტემბერს დაიწყო. 27-კვირიანი სწავლება წარმატებით გაიარა 49 სამხედრო მოსამსახურემ, მათ შორის 4-მა ქალმა. დღეიდან ოთხივე ქალი და სხვა კურსდამთავრებულები საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში ქვეითი ოცეულის მეთაურის თანამდებობაზე განაწილდებიან.

კურსის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებმა მსუბუქი ქვეითი ოცეულის ტაქტიკა, სახმელეთო ნავიგაცია შეისწავლეს და მხარდამჭერ და უზრუნველმყოფ ისეთ საგნებს გაეცნენ, როგორიცაა: ლოჯისტიკა, კავშირგაბმულობა, საარტილერიო ცეცხლის გამოძახება, პირველადი სამედიცინო დახმარება, საინჟინრო მომზადება, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები. საერთო საჯარისო ცენტრისა და ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის ისტორიაში პირველად ჩატარდა ქვედანაყოფის ტაქტიკური სწავლება საბრძოლო სროლით.

საერთო საჯარისო ცენტრი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე 2016 წელს დაარსდა. საერთო საჯარისო ცენტრში მიიღებიან უმცროსი ოფიცრები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ოთხწლიანი საბაკალავრო პროგრამა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსი. მანევრის სკოლის ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი ერთ-ერთია საერთო საჯარისო ცენტრში, რომელიც უზრუნველყოფს ოცეულის მეთაურების მომზადებას მსუბუქი ქვეითი სპეციალობით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო