ადამიანის უფლებათა კომიტეტმა  მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც ფინანსური სარგებლის მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის ხელშეწყობა დასჯადი ხდება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვით, ფინანსური სარგებლის მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობა დასჯადი ხდება.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის ინიციატორები საქართველოს პარლამენტის წევრები თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, აკაკი ზოიძე, სოფიო ქაცარავა, ნინო წილოსანი, არჩილ თალაკვაძე, შოთა ხაბარელი, გიორგი გაჩეჩილაძე, ზაზა ხუციშვილი და კახაბერ კუჭავა არიან.

კანონის პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეთა არალეგალური მიგრაციის, მათ შორის, უცხო ქვეყანაში თავშესაფრის უფლების არაკეთილსინდისიერად გამოყენების ხელშემწყობის/ორგანიზატორის სისხლის სამართლის წესით დასჯადობის შემოღებას და აღნიშნულით უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების მაჩვენებლის შემცირებას.

კანონპროქტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3442 მუხლის პირველი ნაწილით დასჯადი გახდება პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზება ან/და უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა/ორგანიზება. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა