გიორგი ტყემალაძე - ახალი გენგეგმით მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ქალაქის სწორ განვითარებაში

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას თბილისისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი უწოდა. როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გენგეგმას დაამტკიცებენ.

“გენერალური გეგმა უზრუნველყოფს ქალაქის სწორ, გრძელვადიან, სისტემურ განვითარებას. მინდა მივულოცო თითოეულ თბილისელს. დარწმუნებული ვარ, ახალი გენგეგმით მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ქალაქის სწორ განვითარებაში”,- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

გიორგი ტყემალაძემ ყურადღება გაამახვილა ასევე K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვაზე.

“ჩვენ უარს ვამბობთ K2 კოეფიციენტის გადაჭარბებაზე და ვადასტურებთ, რომ გენერალური გეგმის ფუნქციური ზონების შესაბამისად განვითარდება ქალაქი”,- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

გიორგი ტყემალაძემ დასძინა, რომ K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვა ეხება აბსოლუტურად ყველა ტერიტორიას, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რომელიც ეხება დაუმთავრებელ მშენებლობებს და ავარიულ შენობებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა