ხათუნა გოგორიშვილი უმრავლესობის წევრს - ნოტაციების კითხვა თქვენი საქმე არ არის, პარლამენტში ვართ, საბავშვო ბაღში ხომ არა?

პარლამენტში ვართ, საბავშვო ბაღში ხომ არა?- ასე მიმართა უმცირესობის დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა „ქართული ოცნების“ წევრს გურამ მაჭარაშვილს.

მაჭარაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრს ოთარ კახიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ კონკრეტული კითხვები დაუსვა, მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ მან დასმულ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო და ოთარ კახიძემ მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები გააკეთა. მაჭარაშვილის ამ განცხადებას ხათუნა გოგორიშვილი გამოეხმაურა. გოგორიშვილმა უმრავლესობის წევრს გურამ მაჭარაშვილს მიმართა, წაიკითხოს კონსტიტუცია, თუ რა უფლებები აქვს პარლამენტს.

„ნოტაციების კითხვა, რა ვილაპარაკოთ და რა არა და რა ჩარჩოებში ჩავჯდეთ, თქვენი საქმე არ არის. პარლამენტში ვართ, საბავშვო ბაღში ხომ არ ვართ?! ეს არის საკანონმდებლო ორგანო და აქ არის ლაპარაკი პოლიტიკაზე. პარლამენტს კონსტიტუციით აქვს შიდა და გარე პოლიტიკის უფლება. მეოცედ ამბობთ პოლიტიკაზე ნუ ვილაპარაკებთო, პარლამენტში ვართ, პარლამენტში, რომ იცოდეთ!“ - განაცხადა გოგორიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვა დაიწყო.

საკანონმდებლო ორგანოში ამ თემაზე სამი კანონპროექტია ინიცირებული. ამათგან ერთი პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესა და უმრავლესობის ექვს დეპუტატს ეკუთვნის, მეორე - ეკა ბესელიასა და მის თანაგუნდელებს, ხოლო მესამე საკანონმდებლო პროექტი ინიცირებულია “ევროპული საქართველოს“ მიერ.

“ევროპული საქართველოს“ საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება ექნება, საბჭოს წინაშე დაასახელოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი პარლამენტისთვის წარსადგენად. თუკი დასახელებული კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის დადგენილ ფორმალურ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, პირი პარლამენტისთვის წარსადგენ სიაში ავტომატურად მოხვდება. საბჭოს ექნება უფლება, უარი თქვას რომელიმე კანდიდატის წარდგენაზე, თუ ამას დაასაბუთებს საბჭოს რომელიმე წევრი, ოღონდ გადაწყვეტილების მისაღებად სრული კონსენსუსი იქნება აუცილებელი.

კანონპროექტების განხილვა ხვალ წამყვან - იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა