ლევან იზორია ახალწვეულზე - ერთ დღეში ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები და იმ პირების დაკავება მოხდა, ვინც ამ ფაქტში მონაწილეობდა

ახალწვეულს, რომელსაც გარკვეული დაზიანებები ჰქონდა, არც ჩვენი სტრუქტურის ფარგლებში არსებულ მაკონტროლებელ ორგანოსთან და არც მეთაურთან არ უთქვამს, თუ რამ გამოიწვია დაზიანება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ახალწვეულ ქაზიმ გახრამანოვის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც უწყებისთვის საქმის დეტალები გახდა ცნობილი, მოხდა მყისიერი რეაგირება.

„ჩვენ საუბარი გვაქვს ერთი ინციდენტის ფარგლებში ახალწვეულებს შორის მომხდარ ფაქტზე. ამ ფიზიკური ზეწოლის შედეგად დაკავებულ პირებს სახელფასო ბარათები სურდათ. ვინც დაკავებულები არიან, სულ რაღაც ორ დღეში ასრულებდნენ საკუთარ სამსახურს.

დაზარალებულს, რომელსაც გარკვეული დაზიანებები ჰქონდა, არც ჩვენი სტრუქტურის ფარგლებში არსებულ მაკონტროლებელ ორგანოსთან და არც მეთაურთან არ უთქვამს, თუ რამ გამოიწვია დაზიანება.

მან ეს დაზიანებები სხვა გარემოებით ახსნა. მან ითხოვა გათავისუფლება, ჩვენ დავთანხმდით. სწორედ ოჯახს გაუზიარა სიმართლე. ამის შემდეგ ერთ დღეში ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები და დროულად მოხდა იმ პირების დაკავება ვინც მონაწილეობდა ამ ფაქტში“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ახალწვეულის ქაზიმ გახრამანოვის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა.

შეგახსენებთ, რომ ახალწვეული ქაზიმ გახრამანოვი, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს უკვე 5 თვეა „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში გადის, სხვა ახალწვეულებს ოფიცრის თანდასწრებით, თანხის გამოძალვასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს