ლევან გოგიჩაიშვილი გიორგი კახიანს - საინტერესოა, რატომ არ ესწრება სხდომას კომიტეტის წევრთა საკმაოდ დიდი ნაწილი, არ აინტერესებთ ის ინიციატივები, რომელსაც ახლა განვიხილავთ?

საინტერესოა, რატომ არ ესწრება სხდომას კომიტეტის წევრთა საკმაოდ დიდი ნაწილი, არ აინტერესებთ მათ ის ინიციატივები, რომელსაც ახლა განვიხილავთ? – ასე მიმართა საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი კახიანს.

ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, აღნიშნული დამატებით კითხვებს ბადებს, ვინაიდან საკითხი, რომელიც კომიტეტზე განიხილება, სენსიტიურია როგორც პოლიტიკურ ჯგუფებში, ასევე საზოგადოებაში.

აღნიშნულ საკითხზე უკმაყოფილება დააფიქსირა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა, რომლის განცხადებითაც, ის, რომ დეპუტატები კონკრეტული კანონპროექტების ინიციატორებს არ უსმენენ, მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოსამართლეთა განწესების საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, ხოლო კომიტეტი უბრალოდ ფორმალობაა.

„ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ამიტომ არ იმყოფებიან აქ უმრავლესობის წევრები“, - აღნიშნა ხათუნა გოგორიშვილმა რეპლიკის სახით.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით კი, რეგისტრაცია კომიტეტის წევრებმა გაიარეს და აღნიშნავს, რომ ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას იღებენ. რაც შეეხება დეპუტატთა ნაწილის კომიტეტზე არყოფნას, კახიანი აღნიშნავს, რომ ეს სამწუხაროა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, სადაც მოსამართლეთა განწესების წესთან დაკავშირებით დღის წესრიგით სამი ინიციატივის განხილვაა ჩანიშნული, განხილვის პროცედურაში საპარლამენტო უმრავლესობიდან მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი და მისი პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი მონაწილეობენ.

შესაბამისად, კანონპროექტის წარმდგენებს საკითხზე კითხვებს, მხოლოდ ეს ორი დეპუტატი უსვამს.

რაც შეეხება კომიტეტს, მოსამართლეების შესახებ ინიციატივა უკვე წარადგინა და განიხილა „ევროპულმა საქართველომ“. ამ წუთებში დამსწრე საზოგადოება ეკა ბესელიას მიერ წარდგენილ კანონპროექტს ეცნობა, რომლის დასრულების შემდეგაც კომიტეტის წევრები პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს განიხილავენ.

სხდომას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებიან, რომლებსაც სიმბოლურად მაისურებზე „კლანი უნდა წავიდეს“ აწერიათ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს