„თიბისი ლიზინგი“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს - „ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი“ სთავაზობს

„თიბისი ლიზინგი“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, Trade-In-ის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია ავტოცენტრებში ჩააბაროს ძველი და გაიყვანოს ახალი ავტომობილი.

ჩაბარებული ავტომობილი უნდა იყოს მინიმუმ 2006 წელს გამოშვებული მოდელი.

მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ახალი ავტომობილისათვის დაფინანსება და ისარგებლოს სტანდარტულ ავტოსესხზე 30-40%-ით ნაკლები ყოველთვიური შენატანის პირობებით.

Trade-in-ით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. პროცედურების გავლა და პროდუქტით სარგებლობის დაწყება შესაძლებელია ერთ დღეში.

პროდუქტის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს; ავტომობილის დაბრუნებას და ახლით ჩანაცვლებას; ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას ავტომობილის გამოსყიდვის საშუალებას; ხელშეკრულების და ავტომობილით სარგებლობის ვადის გაგრძელების შესაძლებლობას.

Trade-In-ის შესაძენათ საჭიროა სასურველი ავტომობილის შერჩევა და მარტივი ონლაინ განაცხადის შევსება თიბისი ლიზინგის ვებ-გვერდზე www.tbcleasing.ge . ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ქოლ-ცენტრიდან: 2 122 111

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა