გორის მერი - ყველა ინფორმაცია დაუზუსტებელია და გამორიცხული არ არის პროვოკაციულ ხასიათს ატარებდეს

რამდენიმე წუთში სოფელ ხურვალეთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავლენ.

გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, იგი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს შექმნილ ვითარებას ადგილზე თავად ნახავს.

„რამდენიმე წუთში ვიქნები სოფელ ხურვალეთის განაპირას და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას შექმნილ მდგომარეობაზე. ამ დროისთვის ინფორმაცია თავადაც ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მაქვს, ეს ინფორმაცია ფაქტობრივად, არის დაუზუსტებელი და გამორიცხული არ არის გავრცელებული ინფორმაციების გარკვეული ნაწილი პროვოკაციულ ხასიათს ატარებდეს. ასევე ჩემი კომენტარიც ნიღბიან სამ პირთან დაკავშირებითაც არის ადგილობრივებზე დაყრდნობით გაკეთებული, ამიტომ სულ მალე ვიქნები ადგილზე და დაზუსტებულ ინფორმაციას მოგაწვდით რეალურად არსებულ ვითარებაზე“, - განაცხადა გორის მერმა კონტანტინე თავზარაშვილმა.

ამ წუთებში მედიის წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთის გზაზე არსებულ საგუშაგოსთან იმყოფებიან. მათ ჯერჯერობით ხურვალეთის პერიმეტრზე, იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა სამეთვალყურეო კოშკურა დაამონტაჟეს, გადაადგილების საშუალება არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ხურვალეთის განაპირას, იმ ტერიტორიაზე, სადაც 7 თებერვალს დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა სამეთვალყურეო კოშკურა დაამონტაჟეს, ცოტა ხნის წინ შეიარაღებული ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ. „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა თავდაპირველად განუცხადა, რომ სამი ნიღბიანი პირი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რაც სუს-მა არ დაადასტურა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა