განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან მიაწოდეს.

სასამართლო პროცესზე მტკიცებულებებით დადასტურდა, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დაკავებული აზერბაიჯანის მოქალაქის ბრალეულობა. დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

„ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე შ.ჰ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შ.ჰ. 2018 წლის 7 მაისს, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში საბაჟო - გამშვებ პუნქტ ,,კარწახის“ გავლით, ავტომანქანა „მერსედეს-ბენცით" შემოვიდა, რომლის სალონის საჰაერო სისტემაში დამალვის გზით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების ,,ბუპრენორფინის“ შემცველი 1400 აბი „სუბოქსინი" (საერთო წონით 11,1992 გრ.) უკანონოდ შემოიტანა.

შ.ჰ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ შ.ჰ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა ავტომანქანა, რითაც ნარკოტიკული საშუალება საქართველოში შემოიტანა“, -აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა