ირაკლი ნადირაძე - ბოტანიკურ ბაღში, ლამის, ჩიტები არ ჭიკჭიკებენ ბიძინა ივანიშვილის გარეშე

„ბოტანიკურ ბაღში, ლამის, ჩიტები არ ჭიკჭიკებენ ბიძინა ივანიშვილის გარეშე და ახლა მის ჭიშკართან, მის ღობესთან შემთხვევით14 500 კვ მ-ს რომ ზონა შეეცვალა, ბოდიშით, მაგრამ ამას არ დავიჯერებთ", - ამის შესახებ დღეს საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ისტორიული დაცვის ზონა იყო თაბორის მთა, „თუმცა ბიძინა ივანიშვილს იქ საამშენებლო სამუშაოები აქვს გაჩაღებული“.

„სწორედ ბოტანიკური ბაღის საზღვრები მოინაცვლა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც მისთვის უსარგებლო საამშენებლო ტერიტორიის 4 ჰა გადასცა ბოტანიკურ ბაღს და საერთოდ, მისგან წაიღო ეს ტერიტორია. ბოდიშით, მაგრამ დიახაც გვქონდა და გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ არა „ნაციონალური“ მოძრაობა და „რუსთავი 2“, ამ ტერიტორიასაც ემუქრებოდა საფრთხე", - განაცხადა ნადირაძემ.

მისივე თქმით, გენგეგმაში ძალიან ბევრ კონკრეტულ ტერიტორიაზე აქვთ მათ კითხვის ნიშნები. ოპოზიციონერმა დეპუტატმა მაგალითად მოიყვნა დირსის ჭალები, სადაც15 ჰა ფართობზე დენდროლოგიური პარკის მოწყობა იგეგმებოდა. ნადირაძე აცხადებს, რომ ბოლო ერთ წელიწადში ამ ტერიტორიის ნახევარი საამშენებლო პოლიგონადაა გადაქცეული.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს