მაია ცქიტიშვილმა ავსტრიული კომპანია „გებრიუდერ ვაისის“ სამხრეთ კავკასიაში პირველი ლოგისტიკური და სასაწყობო ცენტრი გახსნა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს ავსტრიული კომპანია „გებრიუდერ ვაისის“ სამხრეთ კავკასიაში პირველი ლოგისტიკური და სასაწყობო ცენტრი გახსნა, ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

კომპანიის არსებულ ტერმინალს დაემატა სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები, რომელთა მთლიანი ტერიტორია 90 000 კვადრატული მეტრია. აქ კომპანიის 120 თანამშრომელი იმუშავებს.

მსოფლიოში წამყვანი კომპანია „პანასონიკი“ რეგიონული ტვირთების კონსოლიდირებას და მიწოდებას სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში „გებრიუდერ ვაისიდან“ მოახდენს. ეს ადრე ჰამბურგში ხდებოდა. პირველი ფილიალი „გებრიუდერ ვაისმა“ საქართველოში 2012 წლის დასაწყისში გახსნა და სულ 15.5 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა.

„ეს არის სწორედ გამოხატულება იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ ჩვენი ეკონომიკური დერეფნის განვითარების მიმართულებით. ლოგისტიკური ცენტრები, სატრანსპორტო და სატრანზიტო ოპერაციები, ტვირთების დამატებითი დამუშავება, ეს არის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების თანმდევი პროცესი რაც ჩვენ გვაქვს“-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

კომპანიამ 7 წლის განმავლობაში 530 ათასი ტონა საქონლის ტრანსპორტირება მოახდინა. პროდუქცია, ძირითადად, მოიცავს სამომხმარებლო საქონელს, ინსტრუმენტებს, საავტომობილო ნაწილებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას და საკვებ პროდუქტებს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ერთ-ერთ უძველეს ევროპულ კომპანიას იმისათვის, რომ სწორად შეაფასა საქართველოს პოტენციალი და გვენდო, მადლობა მას იმისთვის, რომ ხელი შეუწყო საქართველოს ისტორიული მისიის გაძლიერებას. ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალიდან გამომდინარე, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ბიზნესი არის სტრატეგიული, გებრიუდერ ვაისის განვითარების ისტორია კი დასტურია იმისა, რომ საქართველო სანდო პარტნიორია, ბიზნეს-გარემო მიმზიდველი და პოტენციალი მზარდი,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა