პოლონეთში რელიგიის საკითხთა სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტი გრძელდება

პოლონეთში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტი გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, დღეს პოლონეთის ებრაელთა საბჭოს თავმჯდომარე სტანისლავ კრაევსკისთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, დავით დავითაშვილი და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი მონაწილეობდნენ.

„შეხვედრაზე დიდი მოწონება დაიმსახურა მონათხრობმა ქართულ-ებრაული ურთიერთობის 26 საუკუნოვანი ისტორიის თაობაზე. აგრეთვე, იმ ფაქტმა, რომ ამ ურთიერთობას, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვართ, არა მარტო ისტორიული რაკურსით, არამედ ამ ისტორიის გავლენით თანამედროვე ქართულ საზოგადოებაზე,“ - განაცხადა სტანისლავ კრაევსკიმ.

სააგენტოს ინფორმაციით, ქართულმა მხარემ მასპინძლებს განუცხადა, რომ უახლოეს მომავალში აპირებს იუნესკოში განაცხადის შეტანას, რათა ქართულ-ებრაული, მსოფლიოში უძველესი, ურთიერთობა აღიარებული იქნას იუნესკოს მიერ. მასპინძელმა მხარემ აღნიშნულ ინიციატივას უპირობო მხარდაჭერა აღუთქვა.

„ბატონმა კრაევსკიმ, როგორც ვარშავის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორმა, დიდი ინტერესი გამოხატა საქართველოში ებრაული ისტორიული-სამეცნიერო კვლევების ჩატარების თვალსაზრისით. ასევე, გამოთქვა ინიციატივა, ებრაული სწავლებებისა და კვლევების გაფართოების მიზნით, ვარშავის უნივერსიტეტში ქართველი მეცნიერებისა და მკვლევრების მიწვევასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე მასპინძლების თხოვნას სააგენტომ მზადყოფნით უპასუხა“, – აცხადებენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს