ოთარ კახიძე სოფელ ხურვალეთთან დაკავშირებით - მთავარი პრობლემა რაც  დავინახე, იყო ხელისუფლების მხრიდან ინფორმაციული ვაკუუმის შექმნა

„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის ოთარ კახიძის განცხადებით, სოფელ ხურვალეთში გუშინ არსებულ სიტუაციაზე ხელისუფლებამ ინფორმაციული ვაკუუმი შექმნა, რამაც ჭორებისა და მითქმა–მოთქმისთვის უფრო მეტი სივრცე შექმნა.

როგორც ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანა მუდმივი საფრთხის ქვეშ იმყოფება. ამასთან, კახიძემ გორის მერის მიერ გაკეთებული განცხადებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მან ირიბად დაადასტურა რუსი ჯარისკაცების შესვლა საქართველოს კონტოლირებად ტერიტორიაზე, კერძოდ, რომ „ოკუპანტებს ხშირად ერევათ ტერიტორიები“.

„მთავარი პრობლემა, რაც მე დავინახე, იყო ხელისუფლების მხრიდან ინფორმაციული ვაკუუმის შექმნა, რაც შემდეგ ქმნის უფრო მეტ სივრცეს ჭორებისთვის, მითქმა-მოთქმისთვის. ხელისუფლებას ვალდებულება ეკისრება, რომ ყოველი კრიზისული ვითარების დროს მართოს ეს კრიზისი. მათ შორის, მედიაჩართულობით, მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ინტერესი არ დაზიანდეს, მაგრამ აქაც საქმე გვაქვს სახელმწიფოს მართვის საკმაოდ მახინჯ ფორმასთან. ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებას ვერ იღებენ ცალკეული მინისტრები და უწყების ხელმძღვანელები, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს უნდა დაელოდონ, როდის გაერკვევა საკითხში. ეს არის ვითარება, რომელიც გვაქვს ქვეყანაში და აისახება ნებისმიერ საკითხზე“, – განაცხადა კახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს