გორის მერი - ხურვალეთში სიმშვიდეა და დაძაბულობას ადგილი არ აქვს

„სოფელ ხურვალეთში სიმშვიდეა და დაძაბულობას ადგილი არ აქვს. შევხვდი მოსახლეობას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, რომლებიც ამ დრომდე ადგილზე რჩებიან“, – ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა, რომელმაც სოფელ ხურვალეთში არსებული სიტუაცია შეაფასა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, აღნიშნული განცხადება მერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სოფელ ხურვალეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. კონსტანტინე თავზარაშვილი ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებსაც ესაუბრა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.

„პანიკის საფუძველი არ არსებობს და მინდა ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდო. ჩვენ ადგილობრივებთან გვაქვს კომუნიკაცია და დღეს, ისევე როგორც გუშინდელი შეხვედრის დროს აცხადებენ, რომ პანიკისა და საფრთხის საშიშროება არ არსებობს. ჩვენთვის ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ,“ – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს