ქეთევან ციხელაშვილი - ამ პირობებში გარკვეული დაძაბულობის და პანიკის პროვოცირება,  მიუღებლად მიმაჩნია

ამ პირობებში დამატებით გარკვეული დაძაბულობისა და პანიკის პროვოცირება აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია, - ასე შეაფასა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქრთველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ხურვალეთში განვითარებული მოვლენები.

„მინდა მაქსიმალური პასუხისმგებლობისკენ და სიფრთხილისკენ მოვუწოდო ყველას, ცხადია, პირველ რიგში, ეს ჩვენი ხელისუფლების მოვალეობაა, მაგრამ არც პოლიტიკოსები, არც აქტივისტები, არც მედია ამ ვალდებულებისგან გათავისუფლებული არ არის, რადგან საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, მოსახლეობას. როდესაც ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან მძიმე მოცემულობა ოკუპაციის, ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი და ნორმალური მოვლენა, რომლითაც გვინდა ვიცხოვროთ და რომელსაც შევეგუებით. ამ პირობებში დამატებით გარკვეული დაძაბულობის და პანიკის პროვოცირება, აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია, და გუშინ სამწუხაროდ, ამასთან გვქონდა ადგილი“, -განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს