ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილ  ირაკლი კვარაცხელიას სენაკში დღეს დაკრძალავენ

ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილ 28 წლის ირაკლი კვარაცხელიას სენაკში დღეს დაკრძალავენ.

ირაკლი კვარაცხელია გალის რაიონში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე 12 მარტს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. წინა დღეს ის დააკავეს. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიით, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა. თუმცა, გარდაცვლილის ნათესავებს გავრცელებული ვერსიის არ სჯერათ. ისინი არც კვარაცხელიას ავადმყოფობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებენ.

ნათესავების ცნობით, ცხედარს წამების კვალი აღენიშნება. კერძოდ, მათი თქმით, კვარაცხელიას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აქვს, მათ შორის თავის და ზურგის არეში. თუმცა, ექსპერტების თქმით, ჯერჯერობით დაუდგენელია, ეს დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია თუ არა.

ახლობლების ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებულ აფხაზეთში სეზონური სამუშაოებისთვის გადადიოდა.

კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებას დიდი ბრიტანეთის საელჩო „ტვიტერზე“ გამოეხმაურა. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ფაქტზე „მხოლოდ რუსეთს შეუძლია ამაზე განმარტების გაკეთება. ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების არშეშვება აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ასეთ ტრაგედიებს შესაძლებელს ხდის“.

საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი კი აცხადებს, რომ „ფაქტი აღმაშფოთებელია. ეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. ჩვენ გვესმის, რომ ეს ხდება, რათა ძირი გამოუთხარონ საქართველოს. ჩვენთვის ეს მიუღებელია“.

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით კი, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ხელისუფლებას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი მტკიცებულება გადმოსცეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნის მიღებისთანავე, საქართველო ყველა საერთაშორისო ბერკეტს მაქსიმალურად აამოქმედებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს