ოთარ დანელია - მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის  ჩართულობა, რათა პასუხი მაქსიმალურად მოეთხოვოს ოკუპანტს

ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ახლობლებს პარლამენტის წევრმა ოთარ დანელიამ მიუსამძიმრა. მისი თქმით, დღეს არის უმძიმესი დღე.

„დღეს არის უმძიმესი დღე, ეს არის ჩვენი კიდევ ერთი ტრაგედია. იმ პირობებში, როცა საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილია ოკუპირებული, ხდება ფაქტები, რომლებზეც, ჩვენ, სამწუხაროდ, სრული კონტროლი არ გვაქვს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა, რათა პასუხი მაქსიმალურად მოეთხოვოს ოკუპანტს იმ თემებთან და პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც რეალურად და ყოველდღიურად ხდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორი რეაგირება, ამასთან, უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის საბილოო დასკვნას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ჰქონდა ადგილი ზეწოლას და შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით", - აღნიშნა დანელიამ.

ოჯახს მიუსამძიმრა სენაკის მერმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმოადგენლებმა. 28 წლის ირაკლი კვარაცხელიას სენაკის იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და დედის გვერდით დაკრძალავენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს