გიორგი ვაშაძე - დაცვის პოლიციაში,  ბოდიში და ყარაულად ადამიანის დაყენება არ უნდა იყოს სახელმწიფოს თვითმიზანი

ჩვენ მხარს ვუჭერთ პროფესიული ჯარის არსებობას და არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის, რომელიც ფორმალობად არის ქცეული,-ამის შესახებ პოლიტიკური პლატფორმა „ ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

„დაცვის პოლიციაში, ბოდიში და ყარაულად ადამიანის დაყენება არ უნდა იყოს სახელმწიფოს თვითმიზანი. ჩვენ უნდა გვყავდეს პროფესიულად გაწვრთნილი , მაღალკვალიფიციური ჯარი , რომელიც მზად არის დაიცვას სახელმწიფო ინტერესები“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ირაკლი სესიაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტის სხვა საკითხებთან ერთად ასევე ეხება წვევამდელებს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობენ და სამხედრო სავალდებულო სამსახური გადავადებული აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამოთქვამენ სურვილს, სწავლის პარალელურად მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი შეღავათებით ისარგებლებენ და სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა