თაკო ჩარკვიანი - ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გვინდა კოალიციური მთავრობა

გიორგი ვაშაძე არის მომავლის პოლიტიკოსი, დიდი ფუფუნებაა ეს ადამიანი ამ ქვეყნისთვის,-ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართალი" -ს თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკური პლატფორმა "ახალი საქართველოს" რიგით მეორე ყრილობაზე განაცხადა.

ჩარკვიანის თქმით , ოპოზიციის მთავარი ამოცანა გაერთიანებაა, რათა ქვეყანაში კოალიციური მთავრობა მოვიდეს.

„ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გვინდა კოალიციური მთავრობა და ამაზე მიდის მოლაპარაკებები. არის საუბარი პროპორციულ სისტემაზე, რაც უმნიშვნელოვანესია და გონიერი ხელისუფლება ამაზე უნდა წამოვიდეს. გიორგი ვაშაძე არის აბსოლუტურად მომავლის პოლიტიკოსი, დიდი ფუფუნებაა ეს ადამიანი ამ ქვეყნისთვის, მას ძალიან დიდი წვლილი აქვს იუსტიციის სახლის აღმშენებლობაში. მთელი არსებით არის მომავლის პოლიტიკოსი და მე მეიმედება ის კოალიციურ მთავრობაში, მე ვხედავ მას. სახელმწიფოში ინგრევა ინსტიტუციები და ცოტა ხანში ტროლებს ვინც ხელმძღვანელობენ, ხალხი რომ გამოეკიდება, მათ დასჭირდებათ საქართველოში კანონის და სამართლის არსებობა. ამიტომ მგონია, რომ თავად მათ უნდა შეუწყონ ხელი , რომ მოვიდეს კოალიციური მთავრობა“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა