ლელა ჩიქოვანი - ნატო-საქართველოს სწავლება ფოკუსირებულია თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე და მიმართული არ არის არც ერთი მესამე ქვეყნის წინააღმდეგ

ნატო-საქართველოს სწავლება ფოკუსირებულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე და არ არის მიმართული არც ერთი მესამე ქვეყნის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა "ნატო-საქართველოს სწავლება 2019" - ის დაწყების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„აღნიშნული დემონსტრირებაა არა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმებისა და ტრანსფორმაციის ხაზის, არამედ, ნდობაა ნატო-ს მხრიდან გამოხატული. ასევე სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, ნატო- საქართველოს არსებითი პაკეტის უმეტესი ინიციატივების პროგრესი და წარმატება.

უნდა აღინიშნოს, რომ სწავლება არის ფოკუსირებული საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე და არ არის მიმართული არავითარ შემთხვევაში არც ერთი მესამე ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა ლელა ჩიქოვანმა.

დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ოფიციალურად გაიხსნა. სწავლება საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე ლელა ჩიქოვანმა და ნატო-ს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ლადისლავ იუნგმა გახსნეს.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელიც 18-29 მარტის ჩათვლით “წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში” (JTEC) გაიმართება და მასში 343 სამხედრო და სამოქალაქო პირი მიიღებს მონაწილეობას. წინა სწავლებისგან განსხვავებით, ღონისძიება გაფართოვდა, კერძოდ, წინა სწავლებაში 14 ქვეყანა მონაწილეობდა, ხოლო წლევანდელ წვრთნებში 24 ქვეყანა იღებს მონაწილეობას (ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, საქართველო, შვედეთი).

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს