ანრი ოხანაშვილი - ეკა ბესელიას ქმედება აუხსნელია, რადგან შაბათობით კომიტეტის სხდომებს მისი თავმჯდომარეობის დროს ატარებდა

როდესაც საზოგადოების ინტერესი დიდია, გაუგებარია, რატომ არ წარადგენს ქალბატონი ეკა მის მიერ დაწერილ კანონპროექტს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ეკა ბესელიას არგუმენტი, კომიტეტის არასამუშაო დღეს ჩანიშვნასთან დაკავშირებით მიუღებელია, რადგან კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს, თავად ეკა ბესელიაც ატარებდა არასამუშაო დღეებში სხდომებს. ანრი იხანაშვილის განცხადებით, ეკა ბესელიას ქმედება მისთვის და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის აუხსნელია.

"ბესელია არ გამოცხადდა შაბათს საკომიტეტო განხილვაზე. არგუმენტი, რომ ეს ტარდებოდა შაბათს, ყოვლად მიუღებელია, რადგან მისი თავმჯდომარეობის დროს არაერთი სხდომა აქვს ჩატარებული არასამუშაო დღეს. ეკა ბესელიას ჰქონდა შესაძლებლობა მოემართა კომიტეტისთვის, თუმცა ამ დრომდე არ მოუმართავს. ეკა ბესელიას არ სურდა კანონპროექტის განხილვა, ეს რატომ ხდება ასე, როდესაც საზოგადოების ინტერესი დიდია და გაუგებარია, რატომ არ წარადგენს მის მიერ დაწერილ კანონპროექტს," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს