დავით სერგეენკო - საქართველოში კლინიკების რაოდენობით უკვე საშუალოევროპულ დონეზე ვართ

„ნიუ ჰოსპიტალსის" გაფართოებით შესაძლებლობა ჩნდება, ერთ დაწესებულებაში მოხდეს პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის სრული ციკლის მიღება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო კლინიკების რაოდენობით უკვე საშუალო ევროპულ დონეზეა, ისევე, როგორც ჰოსპიტალური საწყობების რაოდენობით, თუმცა კვლავ არსებობს გამოწვევები.

„დიდი მადლობა, მართლაც მოხარული ვარ ამ ახალი შესაძლებლობებით, რაც ქართულ ჯანდაცვაში გაჩნდა. მინდოდა, ხაზი გამესვა ორი მომენტისთვის, რომ საქართველოში კლინიკების რაოდენობით ვართ უკვე საშუალოევროპულ დონეზე, ისევე, როგორც ჰოსპიტალური საწყობების რაოდენობით, თუმცა გამოწვევად რჩება ერთი მხრივ, ამბულატორიული ნაწილი და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ხოლო მეორე მხრივ, ისეთი დაწესებულებები, სადაც იქნება პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის სრული ციკლის ერთ დაწესებულებაში მიღება. ახალი ჰოსპიტალი ამ გაფართოებით სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა და მე იმედი მაქვს, რომ ეს კლინიკა ერთ-ერთი სანიმუშო გახდება ამ მხრივ", - განაცხადა სერგეენკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა