Tbilisi Open Air 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

Tbilisi Open Air 10 წლის იუბილეს აღნიშნავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს. ფესტივალთან დაკავშირებით, 19 მარტს, „ფაბრიკაში“,14.00 საათზე პრესკონფერენცია გაიმართება.

ღონისძიებაზე 2019 წლის ფესტივალის ჰედლაინერთა ვინაობა, თარიღებისა და ლოკაციის შესახებ ინფორმაცია გახდება ცნობილი. მონაწილეები თანასწორობისა და მრავალფეროვნების სოციალური კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრებენ.

„შეგახსენებთ, რომ Tbilisi Open Air კავკასიაში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალია. ის 2009 წელს დაარსდა და ისეთ არტისტებს უმასპინძლა, როგორებიც არიან Deep Purple, Placebo, Archive, DDT, Tom Odell, Tricky, Air, Sevdaliza, Roman Flugel… საერთო ჯამში - ათასამდე მუსიკოსი. 2019 წელს ფესტივალი 10 წლის იუბილეს აღნიშნავს“, - აღნიშნულია „თიბისი ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო