რომან გოცირიძე - ბუნებრივმა პოლიტიკურმა პროცესმა პარტიაში წარმოშვა ახალი ლიდერი

გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურის ირგვლივ მსჯელობა პარტიაში კარგა ხანია მიმდინარეობდა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით და დღეს მისი განცხადება ასევე თანხვედრაში იყო მთელი პარტიის სულისკვეთებასთან, ,-ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ენმ-ს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმთ, პარტიის თავმჯდომარეობაზე გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურაზე იმიტომ გაკეთდა არჩევანი, რომ ვაშაძე სერიოზული პოლიტიკური ლიდერია და მან ეს არაერთხელ დაამტკიცა.

გრიგოლ ვაშაძემ დაამტკიცა, , რომ ის არის სერიოზული პოლიტიკური ლიდერი. მან ორ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ერთი ქუთაისში, როდესაც გაყალბებული არჩევნების პირობებში იგი გავიდა მეორე ტურში და მეორე - მან აჩვენა ბრწყინვალე შედეგი საპრეზიდენტო არჩევნებში, როდესაც პირველ ტურში ფაქტობრივად დაამარცხა სახელისუფლებო კანდიდატი. მეორე ტური კი , არ იყო არჩევნები, ეს იყო გაყალბებული საარჩევნო პროცესი, რომლის შედეგი დღეს არის არასამართლიანი არჩევნებით მიღებული პრეზიდენტი. ვაშაძემ გამოავლინა ბრძოლისუნარიანობა, ხალხთან ურთიერთობის უნარი და მთელი ამ ოთხი თვის განმავლობაში ფაქტობრივად ის იყო ჩართული საარჩევნო შეხვედრებზე და შესაშური ენერგია გამოავლინა. ამიტომ, თუ ის იყო მაღალი რანგის დიპლომატი, დღეს ბატონი გრიგოლი გვევლინება მაღალი რანგის პოლიტიკოსად. ბუნებრივმა პოლიტიკურმა პროცესმა პარტიაში წარმოშვა ახალი ლიდერი, ჩვენ მივესალმებით ყრილობაზე მის არჩევას“,-განაცხადა რომან გოცირიძემ

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა 24 მარტს გაიმართება. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას უყრიან კენჭს. ენმ-ს თავმჯდომარის პოსტზე გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით დღეს საკუთარ ვიდეო- მიმართვაში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა , პარტის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა და განაცხადა, რომ მის კანდიდატურას უჭერს მხარს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს