არჩილ თალაკავაძე - „ქართული ოცნების“ განახლების პროცესის დისკრედიტაციასა და იუმორისტულ სფეროში გადატანას ცდილობენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკავაძის შეფასებით ადგილი აქვს „ქართული ოცნების“ განახლების პროცესის დისკრედიტაციისა და იუმორისტულ სფეროში გადატანის მცდელობას. როგორც ამ კონტექსტში თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, პარტიული განახლება სივების მიღებით არ მიმდინარეობს.

„დაწყებულია პროცესი, რაც გზას გაუხსნის პარტიაში, პარლამენტში ახალი, მომავლის ხედვის მქონე წარმატებულ ადამიანებს. ეს მხოლოდ ახალგაზრდებს არ ეხება, ეხება ყველა ასაკისა და გამოცდილების მქონე ადამიანს, ვისაც აქვს სათანადო მოტივაცია. რაც უფრო მოახლოვდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროცესი მით უფრო გააქტიურდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა